08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
სტიქია იაპონიაში - წყლით დაფარული დასახლებებიდან 170 ათასი ადამიანია ევაკუირებული

იაპონიის აღმოსავლეთით მდებარე ორი რეგიონი, იბარაკი და ტოჩიგი მთლიანად დატბორილია. რამდენიმეკვირიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ორივე პრეფექტურა წყლით დაფარა. ნიაღვარმა ათობით საცხოვრებელი სახლი წაიღო.

ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ძიოსოშია. 

წყლით დაფარული დასახლებებიდან 170 ათსი ადამიანია ევაკუირებული. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ამ დრომდე დაკარგულადაა მიჩნეული 8 ადამიანი, 14 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გადაუღებელმა წვიმამ დააზარალა ფუკუსიმის რეაქტორიც. გავრცელებული ცნობით, სადგურის სადრენაჟო სისტემა წყლით გაივსო და ტონობით დაბინძურებული წყალი ოკეანეში ჩაიღვარა. თუმცა რეაქტორის ოპერატორი კომპანია ირწმუნება, რომ მომხდარი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე. 

 

 

დღის ამბები