08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ - აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია.

გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა ქალაქ სიზრეში, სადაც ბოლო ერთი კვირაა ქურთ სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო კომენდანტის საათია გამოცხადებული.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში დილით ქურთთა ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა გაისროლეს.

დღეს სიზრეში შესვლა და მარშის მოწყობა ქურთთა მხარდამჭერი სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრებმა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი ავტოკოლონები ქალაქში არ შეუშვეს.

ისინი ხელისუფლებას ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ნაციონალისტური განწყობის შექმნაში ადანაშაულებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები