03 მაისი 2024,   20:53
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დღეს რუსეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ - რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დღეს რუსეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა. რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში არსებულ სიტუაციას.

"ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით პოტენციურ დესტაბილიზაციის გავლენას რუსეთის უკანონო ომში უკრაინასთან. ჩვენ კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას, რაც ვითარდება რუსეთში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე," - აცხადებს სუნაკი.

დღის ამბები