შეიარაღებული ამბოხი რუსეთში - როსტოვი აღებულია, რის შემდეგაც "ვაგნერი" ვორონეჟში შევიდა. ყურადღების ცენტრში ახლა ლიპეცკია, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, "ვაგნერმა" შესვლა მოახერხა. საბოლოო გაჩერება მოსკოვია, სადაც პუტინს მხარდაჭერას უდასტურებენ გარემოცვის წევრები, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტიდან. მათ შორისაა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი.
სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ შეიარაღებული გზით საზოგადოების გახლეჩის გეგმა ჩავარდა, ხოლო პრიგოჟინი წარსული დამსახურებების მიუხედავად, დაუსჯელი არ დარჩება.
"შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, ღალატი, რომელიც განხორციელდა მებრძოლი არმიის ზურგს უკან, არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც წარსულის დამსახურებით ვერ გამართლება. მტრებმა ვერასოდეს დაამარცხეს რუსეთი იარაღით, ამიტომ ისინი ფსონს დებენ ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გახლეჩაზე.
1917 წლის ტრაგიკული მოვლენების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გადაჭარბებული პირადი ამბიციები და პოლიტიკური სიბეცე, არაკეთილსინდისიერება და ანგარიშსწორების ეგოისტური სურვილი, სამშობლოს ნაცვლად, ყოველთვის გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს.
ამ წუთში ცხადია, რომ საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, მასში ყველაზე ბნელი მისწრაფებების გაღვიძება, ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის გაღვივება, წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა აჩვენეს სამოქალაქო სიმწიფე, ტყუილ-მართლის გარჩევის უნარი,"- განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.