23 აგვისტო 2026,   07:15
ვრცლად
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა, ბელგიის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა. პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.

51-ე წუთზე, ჩვენმა გუნდმა სხვაობა შეცვლაზე შემოსული გიორგი წიტაიშვილის გოლით შეამცირა, ასევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გულიაშვილმა კი, 87-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებთან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართავს.

დღის ამბები