27 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
უნიკალური ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთიდან - რა მდგომარეობაშია საუკუნოვანი მონასტრები და როგორ ანადგურებენ ქართულ კვალს აფხაზეთში

უნიკალური ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთიდან -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ომის შემდეგ არ გვინახავს. მასალა, რომელიც მოძრაობამ "კულტურული მემკვიდრეობისთვის" მოგვაწოდა ასახავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ძეგლების გადასხვაფერების და რუსულ ფორმებზე გადაღებვის სამუშაოები. ქრება ქართული წარწერები და იკარგება უნიკალური მასალა. აფხაზეთში კადრებს მოძრაობის აქტივისტი იღებს, მისი იდენტიფიცირება ჩვენ არ შეგვიძლია, მისივე უსაფრთხოების გამო, რეპორტაჟში, სადაც მისი ხმა ისმის არის შეცვლილი.

ახალი კადრები აფხაზეთის ტერიტორიიდან გვიჩვენებს ქართული ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობას. “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" წარმომადგენლები აქტიურად მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათ მიწერეს "ლურჯი ფარის" კომიტეტსაც, რომელსაც ძეგლების დაცვა ევალება. მიზანია დროულად დაიწყოს ჰუმანიტარული პროცესი, რადგან ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული ძეგლების გადარჩენა. უნიკალური ფოტოები აფხაზეთიდან - "კურიერი პიესის" რეპორტაჟში.

 

დღის ამბები