15 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ოპოზიცია პრიგოჟინის გულშემატკივრობას უარყოფს - რას ცხადებენ ხელისუფლების კრიტიკაზე ოპონენტები

ოპოზიცია პრიგოჟინის გულშემატკივრობას უარყოფს.

"კატეგორიულად გავემიჯნები აზრს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვგულშემატკივრობდით არც პროგოჟინს და არც პუტინს, მე პირადად რუსეთის დასუსტებას ვგულშემატკივრობდი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი პაატა მანჯგალაძე

ასევე ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოვლენებმა აჩვენა, რომ "ოცნების" ხელისუფლებას გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს.

""ქართული ოცნების" მთავრობას არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და ეს ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი კი "ქართული ოცნების" წევრებზე აცხადებს, რომ მათ შეეშინდათ და არ იცოდნენ რა ექნათ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენების დროს, "ქართულ ოცნებას" უნდა ემსჯელა და საზღვრები აუცილებლად უნდა ჩაეკეტა.

დღის ამბები