15 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ჰყავს "პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია". 

მისივე განცხადებით, მათ არ ესმით, სინამდვილეში, როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა:

"საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თითოეულ სიახლესთან დაკავშირებით, აკეთებს დაუფიქრებელ რეაქციებს, განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით, სინამდვილეში, როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები