15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ზიზღის 5 წუთი, რომელიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს მოუწყვეთ, გასაგებია, ანუ დეპოლარიზაციის წინააღმდეგი ხართ, მივხვდი - შალვა პაპუაშვილი ანა წითლიძეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ანა წითლიძეს, სხდომათა დარბაზში უპასუხა და განაცხადა, რომ მან საკუთარ თავს ზიზღის  5 წუთი მოუწყო და პაპუაშვილის თქმით, მისთვის ნათელი გახდა, რომ წითლიძე "დეპოლარიზაციის წინააღმდეგია":

"მგონი, თქვენი სრული გამოსვლა, 5 წუთი, უნდა გავუგზავნოთ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა შეწყალებით და აი, თქვენ როგორ კარგად დაადასტურეთ, რომ საერთოდ არანაირი კავშირი შეწყალებას და დეპოლარიზაციას არ აქვს. ეს ზიზღის 5 წუთი, რომელიც მოუწყვეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, გასაგებია, ანუ დეპოლარიზაციის წინააღმდეგი ხართ, მივხვდი!" - მიმართა პაპუაშვილმა წითლიძეს.

მანამდე, პლენარულ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს და დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიმართა და მათ რუსები და პრორუსები უწოდა.

დღის ამბები