საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და აშშ-სა და გაერთიანებულო სამეფოს წარმომადგენელთა ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვეს რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს სპეციალური წარმომადგენლის ოფისებთან საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას, რისი მზაობაც არა ერთხელ გამოიხატა ქართული მხრიდან გამართული მაღალი დონის შეხევდრების დროს.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების საკითხში საქართველოს კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან.
შეხევდრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირს, აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს შესაბამისი სამსახურების მაღალი დონის მზაობა ფინანსური სანქციების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, რაც არა ერთხელ იქნა აღნოშნული პარტნიორების, იგივე ამერიკოს შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამის ანგარიშებსა და ასევე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელრბული ვიზიტების დროს, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე ვითარების გაცნობას.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და სხვა სტუმრების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და ხაზი გაესვა მზაობას საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანი ურყევობა და ხელისუფლების მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი კუმარ იერი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ოფისის უფროსი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და საქართველოში ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელჩები