შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის რიგით 27-ე გენერალურ ასამბლეას და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრებიან 42 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ, შექმნილი მონაცემთა დამუშავების უახლესი სისტემა.
"ფორუმი შესაძლებლობას იძლევა საგადასახადო ადმინისტრაციებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, მიღწევები, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები. საქართველოს შემოსავლების სამსახური მუდმივად ორიენტირებულია, რომ განახორციელოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ციფრული საგადასახადო ადმინისტრაციის სისტემის განვითარება. ასევე ორიენტირებულია ელექტრონული სისტემების განვითარებაზე," - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.