15 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
NGO-ების შეფასებები ლუსტრაციაა იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან - იმედი აქვთ, რომ სტატუსი არ მოგვენიჭება -ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ NGO-ის ერთადერთი მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდეს, რათა ეს მთავრობის გადაყენების მოთხოვნისთვის გამოიყენონ.

ირაკლი კობახიძემ NGO-ებს კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები უწოდა.

"ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა, ისინი სოროსის ფონდში შეიკრიბნენ, კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები - ეს NGO-ები, რომელთა თვითმიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რამენაირად არ მიიღოს. ამ კონკრეტულ NGO-ებს, ბუნებრივია, ყველა NGO-ზე არაა საუბარი, ყველაზე მდიდარ NGO-ზეა საუბარი, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ არ მოხდეს და შემდეგ ეს კიდევ ერთხელ გამოიყენონ იმისათვის, რომ სცენაზე ავიდნენ და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, რაც შარშან, ივნისში გააკეთეს. რა მოხდა, ყველას გახსოვთ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მიენიჭა, ზუსტად, ეს NGO-ები ავიდნენ სცენაზე და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქაც იმავეს იმედი აქვთ, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ეს NGO-ები კიდევ ერთხელ უნდა ავიდნენ სცენაზე და კიდევ ერთხელ უნდა მოითხოვონ თავისივე მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად მთავრობის გადადგომა. ჩვენ იმედი გვაქვს, დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. რაც შეეხება მათ შეფასებებს, ეს არის სრული ლუსტრაცია იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან", - განაცხადა კობახიძე

დღის ამბები