08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან 14 წელი გავიდა

ამერიკის ისტორიაში დღეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის წლისთავს აღნიშნავენ. ზუსტად 14 წლის წინ ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავები ნიუ იორკის ცათამბჯენებსა და პენტაგონს შეაჯახეს.

მეოთხე სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლითაც ალ ქაიდას ტერორისტები თეთრი სახლის აფეთქებას აპირებდნენ, კატასტროფა პენსილვანიაში განიცადა.

11 სექტემბრის ტერაქტრებს 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება პენტაგონშიც, ნიუ იორკში, თეთრ სახლსა და პენსილვანიაშიც.

დღის ამბები