08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ მომავალი წლისთვის 10 ათასი სირიელი მიგრანტის მიღებას აპირებს

შეერთებული შტატები მომავალი წლისთვის 10 ათასი სირიელი მიგრანტის მიღებას აპირებს. ბარაკ ობამამ შესაბამის უწყებებს დევნილთა მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება უკვე დაავალა.

ევროპაში ჩასულ დევნილებს კი ასობით კილომეტრის გავლა ფეხით უხდებათ. ხელისუფლებამ მათთვის ავტობუსები გამოყო, თუმცა მიგრანტთა უმეტესობა ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და უნგრეთიდან ავსტრიის საზღვრისკენ წვიმის მიუხედავად გზას ფეხით განაგრძობს.

უნგრეთიდან ავსტრიის მიმართულებით გზებზე მიგრანტთა ნაკადი არ წყდება. დევნილები ცდილობენ თავი აარიდონ უნგრეთში დარეგისტრირებას, რადგან ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ მათ გერმანიაში გადასვლის საშუალებას აღარ მისცემენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნგრეთში 22 ათასი მიგრანტი შევიდა.

უნგრეთის გარდა დევნილთა ნაკადი არ წყდება საბერძნეთშიც. უნგრეთმა საზღვრებზე დაცვის გაძლიერება დაიწყო.

ევროკავშირის ლიდერები წევრ ქვეყნებს მიგრანტთა თანაბარი რაოდენობით მიღებისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ნიკა ვაწაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები