10 მაისი 2024,   09:25
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სუროვიკინი დააკავეს

ღამით უკრაინის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში
საჰაერო განგაში იყო. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. ოკუპანტებმა ოლქზე S-300-ის ტიპის რაკეტით მიიტანეს იერიში. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ძლიერი აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იტყობინება, რომ უკრაინულმა ჯარებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და სტაბილურად მიიწევენ წინ.

ამავე დროს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. სუროვიკინის დაპატიმრების მიზეზად, არაოფიციალურად, ამბოხის დროს პრიგოჟინის მხარდაჭერა იყო.

დღის ამბები