10 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
სპეცოპერაცია გორში - საგანგებო საპოლიციო ღონისძიება, სავარაუდოდ, ნარკოტიკებს უკავშირდება

ამ წუთებში, გორში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შიდა ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო საპოლიციო ღონისძიება ნარკოტიკებს უკავშირდება.

ამ დროის მონაცემებით, უკვე დაკავებულია 2 ადამიანი - ერთ-ერთი მათგანის აყვანის ამსახველი კადრების გადაღება, შიდისის გმირების გამზირზე, "კურიერის" კამერამ შეძლო. ეჭვმიტანილის სახლში ჩატარდა ჩხრეკაც.

 

დღის ამბები