08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ისლამური სახელმწიფო ქიმიურ იარაღს სირიასა და ერაყში მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ იყენებს

ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ისლამური სახელმწიფო ქიმიურ იარაღს სირიასა და ერაყში მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია ბიბისი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამერიკულმა დაზვერვამ საშიში ნივთიერება იპრიტის, იგივე მდოგვის გაზის გამოყენების 4 შემთხვევა დააფიქსირა. არსებობს კადრები, სადაც ხალხს იპრიტით მოწამვლით დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

ე.წ. მდოგვის გაზის აკრძალული ქიმიური ნივთიერებაა, ის როგორც წესი ფხვნილის სახით გამოიყენება, რომელსაც ასაფეთქებელ მოწყობილობებში ამატებენ.

ვაშინგტონში ეჭვობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები საშიშ ნივთიერებას თავად ამზადებენ.

დღის ამბები