07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით.

ქართველ დიპლომატთან საუბრის დრო,ს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ შეურაცხყოფა.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს, რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის, რათა მოიძიონ არსებული სიტუაციის მოგვარების გზები.

უკრაინულმა მხარემ, ხაზი გაუსვა მზადყოფნას, სასწრაფოდ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.

დღის ამბები