19 მაისი 2024,   01:24
ვრცლად
მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს - ამის შესახებ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმე ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები