ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა.
თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი იღებდა. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა.