08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა ახალი დოკუმენტის შეთანხმებით დასრულდა

უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება განხილვის მთავარი თემა იყო ბერლინში, სადაც ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის დედაქალაქში კვარტეტის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. მხარეებმა კიდევ ერთი დოკუმენტი შეათანხმეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას მიზნით კონფლიქტის ზონაში მძიმე შეიარაღების გაყვანასა და განაღმვითი სამუშაოების დაწყებას ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დოკუმენტი ფაქტობრივად მზადაა და მას ხელი სავარაუდოდ მომავალ კვირას მოეწერება.

დღის ამბები