08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
აქციები ევროპაში - მოსახლეობა მთავრობას მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაქცეული ხალხის მხარდამჭერმა აქციებმა ევროპის დიდი ქალაქები მოიცვა. ლონდონში, მადრიდსა და ბრატისლავაში.

ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და ევროპელ ლიდერებს არალეგალებისთვის თავშესაფარის მინიჭებისკენ მოუწოდა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არალეგალებმა საკუთარ ქვეყნებში დიდი განსაცდელი გამოიარეს და უკეთეს მომავალს იმსახურებენ.

პარალელურად მიგრანტების საწინააღმდეგო მიტინგებიც იმართება. სლოვაკელების ნაწილი და პოლონელები მათ ქვეყანაში დევნილების დასახლების წინააღმდეგ გამოდიან.

დღის ამბები