20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
სროლა იყო გვიან ღამით ვერაზე - მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

გვიან ღამით სროლა იყო ვერაზე - ახვლედიანის ქუჩაზე ადგილობრივებმა სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გვიან ღამემდე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. შემთხვევის ადგილთან მასაჟის ცენტრი მდებარეობს.

ადგილობრივის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უმისამართოდ ისროდა.

"უმისამართოდ ისროდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. გარეთ რომ გამოვედი დავინახე ახალგაზრდა მამაკაცი იარაღით ხელში, იქვე თეთრი ავტომობილი იდგა , რომლის მძღოლიც მიწაზე იყო დაწოლილი", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

რა იყო მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები