08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
შეტაკებები თურქეთში - ქალაქ დიარბაკირში კომენდატის საათი გამოცხადდა

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში კომენდანტის საათი გამოცხადდა. სამხრეთ –აღმოსავლეთ რეგიონის უდიდეს ქალაქში შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც ქალაქში სამხედროებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის ბრძოლები განახლდა.

სეპარატისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი ყუმბართმტყორცნებით გაუხსნეს, შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს.

თავდასხმის დროს კიდევ ერთი ძალოვანი დაშავდა. ვითარება დაძაბულია შირნაკის პროვინციაშიც, სადაც პოლიციის ბლოკპოსტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით ტერაქტი ქურთი სეპარატისტების მიერ იყო ორგანიზებული.

თავდასხმის საპასუხოდ თურქეთის სამხედრო შტაბმა მთიან ხეობაში ოპერაცია დაიწყო, რასაც ორი მებრძოლი ემსხვერპლა.


დღის ამბები