08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
შეტაკებები ერაყში - ISIS ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ

ერაყში ისლამური სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლების შეტაკებები გრძელდება.

ბრძოლები კირკუკის პროვინციაში მიმდინარეობს. პეშმერგას ძალებმა შეტევისას 9 სოფელი გაათავისუფლეს, რომლებსაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები აკონტროლებდნენ.

სახმელეთო ოპერაცია კოალიციური ძალების მხარდაჭერით ჩატარდა, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე წერტილოვანი იერიშები ჰაერიდან მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის შედეგად 43 ტერორისტი მოკლულია, 80 კი მძიმედ დაჭრილი.

დღის ამბები