27 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
"აგრომაქს დეკორი" და"ენლილის" - ორი წარმატებული ინოვაციის ისტორია

სოფელ სართიჭალაში გაშენებულ სანერგე მეურნეობაში, ათასობით დეკორატიული ღია გრუნტის მცენარეა. მათ ყოველდღიურად უვლიან, რწყავენ. ახლა აქ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. იდეა წარმატებულ ბიზნესად რამდენიმე წლის წინ იქცა, როცა სამმა მეგობარმა კომპანია ,,აგრომაქს დეკორი’’დააარსა.

დეკორატიული მცენარეების გარდა, ამ სანერგე მეურნეობაში მალავე გააშენეს ლურჯი მოცვის ჯიშებიც. ასე დაიწყეს საქართველოში მოცვის მაღალტექნოლოგიური გზით შექმნილი ნერგების წარმოება. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კი შეძლეს, რომ თანამედროვე დანადგარები იტალიიდან ჩამოეტანათ და დაემონტაჟებინათ.

ბადრი ციქუბაძე გორის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო "ენლილის" შემქმნელი და მფლობელია. ერთ დღესაც სამსახურს თავი დაანება და იდეის განხორციელება დაიწყო. ჩანაფიქრი გამოუვიდა. ხილის პირველი საშრობი საკუთარი ხელით დაამზადა.

"ენლილის" ჩირის საშრობი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელიც ადაპტირებულია ხილის, ბოსტნეულის, ჩურჩხელისა თუ ტყლაპის შრობის რეჟიმზე. საშრობის ტემპერატურა და ტენიანობა სენსორულად კონტროლდება.

დღის ამბები