19 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს "ნანა ალექსანდრიას თასი -2023" მასპინძლობს. მასში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება.

ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა" და მას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

დღის ამბები