22 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
ახალციხეში ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ადგილობრივმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი ფერმერებისთვის თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი და ხარჯეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სასწავლო შეხვედრის ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული ფერმერები ორფოლოში ქერისა და შვრიის სადემონსტრაციო მინდვრებზეც იმყოფებოდნენ, სადაც მარცვლოვანი კულტურების "ნულოვანი" ტექნოლოგიით მოყვანის უპირატესობებს გაეცნენ.

დღის ამბები