08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
მორიგი მუქარა ალ ქაიდასგან - ტერორისტული დაჯგუფება ვიდეომიმართვას ავრცელებს

მორიგი მუქარა დასავლეთის მისამართით ტერორისტული დაჯგუფება ალ ქაიდასგან. დაჯგუფების ლიდერმა აიმან ალ ზავაჰირიმ ინტერნეტით ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა მუსლიმებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში თავდასხმებისკენ მოუწოდებს.

ალ ზავაჰირის თქმით, ბოსტონის მარათონზე მოწყობილი ტერაქტი და შარლი ებდოს თავდასხმა მათთვის მაგალითად უნდა იქცეს.

სავარაუდოდ, ვიდეომიმართვა 2 თვის წინ არის ჩაწერილი, რადგან ალ ქაიდას ლიდერი თალიბანის მეთაურს მულა ომარს ახსენებს, რომლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ივლისში გავრცელდა.

ალ ზავაჰირი ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის სირიასა და ერაყში მზად არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფების მიერ საკუთარი თავის ხალიფატად გამოცხადება არასწორი ნაბიჯი იყო.

დღის ამბები