08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციები თურქეთში გრძელდება

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონები ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა. ქალაქ ჩიზრეში სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია დემონსტრაციაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.

ქურთთა ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციას 21 ადგილობრივი ემსხვერპლა. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ დაღუპულები მებრძოლები იყვნენ.

ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია შეტაკებით დასრულდა ქალაქ დიარბაქირშიც და სტამბოლშიც. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ჩიზრეს შემდეგ ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დიარბაქირის ერთ–ერთ დასახლებაშიც გამოაცხადა.  

დღის ამბები