27 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრა

ლისაბონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროპის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს, ტიაგო ანტუნეშს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესის შესახებ. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და იმ რთულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ევროპა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები