20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
მეტრო "ვარკეთილთან" მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და მიიმალა

მეტრო "ვარკეთილთან" მამაკაცმა, მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები