”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ტრამპის შემთხვევაში გამოძიებას დასამტკიცებელია აქვს მისი ბრალდება, ხოლო ISFED - თავად აღიარა დანაშაული, რომ არჩევნების შედეგები იყო გაყალბებული და ეს ინფორმაცია საზოგადოებას დაუმალა.
"ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია. ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED- ის შემთხვევაში ხელმძღვანელმა აღიარა როგორც გაყალბება, ასევე ინფორმაციის დამალვა. გამოძიებისთვის დასამტკიცებლად ძალიან მარტივია ISFED- ის შემთხვევა, რომ გაყალბებულია არჩევნების შედეგები და ინფორმაცია დამალულია, ხოლო ტრამპის შემთხვევაში გამოძიებას სამტკიცებელი აქვს ეს ბრალდება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში, რომ იგივე სტანდარტები მოქმედებდეს, რაც ამერიკაში ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილ იგივე მუხლით იქნებოდა გასამართლებული.
"კიდევ კარგი, რომ საქართველოში არ მოქმედებს იგივე სტანდარტი, რაც მოქმედებს ახლა აშშ-ში, თორემ ჩვენი სასიქადულო ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ იმავე მუხლით შეიძლებოდა, საქართველოშიც გასამართლებული ყოფილიყო. თუ კარგად წავიკითხავთ, რაში ედება ბრალი ტრამპს, ვნახავთ, რომ მან შეგნებულად იცრუა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ეს გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხის ბრაზი მიემართა სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ოპოზიციამ შეგნებულად იცრუა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ამაში დაეხმარა პვტ-ს კვლევა, რომელმაც მხოლოდ 2თვის თავზე აღიარა, რომ მათ შეცდომა მოუვიდათ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ამ შეცდომის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.