08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იონბენის ატომური რეაქტორი კვლავ სრული დატვირთვით აამუშავა

ჩრდილოეთ კორეამ იონბენის ატომური რეაქტორი კვლავ სრული დატვირთვით აამუშავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანა აუმჯობესებს ბირთვული იარაღის ხარიხს და ზრდის მის რაოდენობასაც.

იონბენის რეაქტორი 2007 წელს დახურეს. ბირთვული იარაღის პროგრამისთვის სწორედ ამ ობიექტზე ამუშავებდნენ პლუტონიუმს.

ფხენიანი დღეს უკვე ირწმუნება, რომ შექმნა მცირე ზომის მოწყობილობა ატომური ქობინისთვის, რომელიც შეუძლია მტრის წინააღმდეგ, ნებისმიერ დროს გამოიყენოს.

 

დღის ამბები