08 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
უნგრეთმა სერბეთთან 175 კილომეტრზე 4 მეტრი სიმაღლის ღობე გაავლო

უნგრეთში მიგრანტების შესახებ მომზადებული ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ხელისუფლებას ნებისმიერი ადამიანის დაკავების უფლებას ანიჭებს, თუ ის სერბეთთან გავლებული საზღვრის უკანონო გადაკვეთას შეეცდება.

მას სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლებენ, რის შემდეგაც პატიმრობას მიუსჯიან ან ქვეყნიდან გააძევებენ.

ბოლო დღეების განმავლობაში მათ უკვე 9 ათსზე მეტი დევნილი დააკავეს.

გვიან ღამით კი არაოფიციალური სასაზღვრო პუნქტიც დახურეს, რომლითაც დევნილები უნგრეთის ტერიტორიაზე გადადიოდნენ. ქვეყნის ხელისუფლებამ სერბეთის საზღვრის გასწვრივ, 175 კილომეტრიან მონაკვეთზე ოთხი მეტრის სიმაღლის ღობეც გაავლო.

 

 

დღის ამბები