19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
რაჭაში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს - მსხვერპლი 12-მდე გაიზარდა

რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მედიას ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაუდასტურა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, აქედან 6 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

ამ დროისათვის კიდევ 24 მოქალაქეს ეძებენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.

დღის ამბები