08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
BMW-ს გენერალური დირექტორი ავტოშოუს გახსნაზე წაიქცა

BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ავტოშოუს გახსნაზე წაიქცა.

ინციდენტი ფრანკფურტის ავტოსალონის პრეზენტაციაზე მოხდა.

ჰარალდ კრუგერი დამთვალიერებელს BMW-ს ახალი მოდელის უპირატესობებს აცნობდა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და სცენაზე წაიქცა.

კრუგერს სცენიდან მისმა კოლეგებმა ჩამოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მალევე კლინიკიდან გაწერეს.

დღის ამბები