08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობას ასადის ხელისუფლების მხარდაჭერისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, დუშანბეში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

პუტინს მიაჩნია, რომ დამასკოს ძალების გარეშე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაცია მარცხისთვისაა განწირული. მისი თქმით წამყვანმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან გეოპოლიტიკურ ამბიციებსა და ორმაგ სტანდარტებზე.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს გავლენა უკვე გასცდა სირიისა და ერაყის საზღვრებს, გლობალური უსაფრთხოებისთვის კი, მსოფლიო საზოგადოებამ რეალურად ქმედითი ფართო კოალიცია უნდა ჩამოაყალიბოს.

დღის ამბები