08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა - ბოლო მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემით შემთხვევის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, დევნილები თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ კოსზე გადასვლას ხის ნავით ცდილობდნენ, თუმცა ის ზღვაში ჩაიძირა.

მაშველებმა 211 მიგრანტი გადაარჩინეს. პარალელურად, უნგრეთში მიგრანტების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის დაკავების უფლებას ანიჭებს.

დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ პოლიციელებმა საზღვარზე 16 დევნილი დააპატიმრეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები