19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
ზღვაში სამძებრო სამუშაოების შედეგად, ფოთში, მაშველებმა დღეს კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ფოთში, მაშველებმა კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ, ორი არასრულწლოვანი ზღვაზე წავიდა და გაუჩინარდა. ერთი ცხედარი გუშინვე იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო ჯგუფები. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები