08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრები მიგრანტთა გადანაწილების კვოტებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა. ლიდერები მიგრანტთა გადანაწილების კვოტებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

ევროკომისიის ინიციატივას 120 ათასი მიგრანტის სავალდებულო შეფარების შესახებ, არ ეთანხმებიან სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დიალოგი ამ საკითხზე გაგრძელდება.

პარალელურად, ევროკავშირი მზადაა იტალიასა და საბერძნეთში მყოფი 40 ათასი მიგრანტის სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილების პროცესი დაიწყოს.

დღის ამბები