15 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ლელო" რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს

"ლელო" რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხები, ეკოლოგია და ფინანსები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.

როგორც პარტიაში ამბობენ, 3 ჩინური კომპანია, რომელიც რიკოთი უღელტეხილზე სამ სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს, სხვა პროექტებში სერიოზულ კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული.

შესაბამისად, "ლელო" ითხოვს, რომ ჩატარდეს აუდიტი, ვინაიდან მათ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

"ეს კომპანიები, სხვადასხვა დროს, უკანასკნელ წლებში, შემჩნეული არიან ბევრ ქვეყანაში როგორც კორუფციულ, ისე თაღლითურ გარიგებებში. აგრეთვე, ეს კომპანიები შემჩნეული არიან უხარისხო მშენებლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე ვიხილეთ, მინიმუმ, 3 თუ 4 ისეთი ინციდენტი ამ მონაკვეთზე, რომელიც საჯაროდ ცნობილი გახდა - ქვათა ცვენის და ინჟინრული გადაწყვეტის არასწორობის. ამის პარალელურად, ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველა მონაკვეთზე ვადები არის გადაწეული.

აგრეთვე, სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაოები სრულდება არასწორად.

აუდიტს ვითხოვთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე სამუშაოები უკანასკნელ ფაზაშია შესული, შესაბამისად, გვინდა ახლა არა ჩინური, არამედ ნორმალური და სწორი ხარისხის აუდიტი," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები