უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისი თქმით, "მათი ისტორია არის, გმირობის და თავდადების გამორჩეული ისტორია".
როგორც ირაკლი ბერაიამ განმარტა, შინდისის გმირების თავდადება საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვის ემახსოვრებათ და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს მტრის წინაშე არასდროს დაიჩოქებს.
"მათი ისტორია არის, გმირობის და თავდადების გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს, გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ჩვენ ყოველთვის, ჩვენს მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები და ასეთი მაგარი ბიჭების გმირობა, ჩვენი ჯარის გმირობა და ჩვენი ხალხის თავდადება არის იმის გარანტი, რომ საქართველო არასდროს არ დაიჩოქებს მტრის წინაშე და ჩვენ, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.