08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ვაშინგტონს სურს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მოსკოვი მოკავშირეებს შორის იხილოს

ვაშინგტონს სურს, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მოსკოვი მოკავშირეებს შორის იხილოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა ყოველ დღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯოშ ერნესტის თქმით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მთლიანობაში პროცესს ხელს უშლის.

„კოალიცია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ისლამური სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს. ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობას მივესალმებით. როგორც უკვე განვაცხადეთ, მოსკოვის მხრიდან ასადის რეჟიმის დახმარება დესტაბილიზაციის გამომწვევი და კონტრ პროდუქტიულია,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯოშ ერნესტმა.

უკვე მეორე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიას სამხედრო ძალით და ტანკებით ამარაგებს.

 

 

 

დღის ამბები