08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საზღვრის გადაკვეთის მორიგი მცდელობა - ასობით მიგრანტი სერბეთ-უნგრეთის საზღვართან

ასობით მიგრანტი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა სერბეთ–უნგრეთის საზღვრის გადაკვეთას, სადაც უნგრეთის მთავრობამ მავთულხლართები გააბა.

გარდა ამისა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და სასაზღვრო პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის მიზეზი უნგრეთის ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ მიგრანტებს შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა, ვინც რეგისტრაცია გაიარა.

გერმანიაში კი სირიის ომს გამოქცეულებისთვის, დამატებით რესურსებზე ფიქრობენ. სირიელი მიგრანტების საკუთარ ტერიტორიაზე მისაღებად მზადაა შეერთებული შტატებიც. ამის შესახებ ბარაკ ობამამ განაცხადა, რომელმაც ხაზი გაუსვა მიგრანტების კრიზისში ევროპასთან თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ისინი უნდა იყვნენ უსაფრთხოდ და იცხოვრონ ადამიანურ პირობებში. გარდა ამისა ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემის წყაროს, რასაც სირიის კრიზისი წარმოადგენს,” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები