08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ რუსეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მოკავშირედ მოიაზრებს

ვაშინგტონს სურს, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მოსკოვი მოკავშირეთა შორის იხილოს. განცხადება ამ თემაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.

ობამას ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით გაერთიანებისა და სირიის ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ჯოშ ერნესტის თქმით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მთლიანობაში კრიზისის პოლიტიკური მოგვარების პროცესს ხელს უშლის.

უკვე მეორე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიას სამხედრო ძალით ამარაგებს. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ დამასკოს სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა განმარტა, რომ ასადის რეჟიმს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის ექსპერტებითა და აღჭურვილობებით ეხმარება.  

დღის ამბები