08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
სირიის პრეზიდენტი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს სრული განადგურებით ემუქრება

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს სრული განადგურებით სირიის პრეზიდენტიც ემუქრება. ბაშარ ალ ასადს მიაჩნია, რომ კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ტერორიზმი საბოლოოდ დამარცხდება.

სირიის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით მზად არის დასავლეთთან მოლაპარაკებაც აწარმოოს. ამასთან ერთად სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთის გეგმა სირიაში, ირანსა და რუსეთში ხელისუფლებების შეცვლაა.

მისი თქმით, დასავლეთი პარტნიორებს სუვერენულ სახელმწიფოებად არ აღიარებს და მთავარი მიზანი მოქმედი ლიდერების ისეთი პირებით ჩანაცვლებაა, რომლებიც მათი ინტერესების დაცვით იმოქმედებენ.

დღის ამბები