08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მიგრანტები სერბეთიდან გერმანიაში მოხვედრას, ხორვატიის გავლით ცდილობენ

უნგრეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, მიგრანტებმა სხვა გზა გამონახეს და სერბეთიდან გერმანიაში მოხვედრას, ხორვატიის გავლით ცდილობენ. ისინი ავტობუსებით, ქალაქ სიდში ავტობუსებით ჩაიყვანეს.

ასობით არალეგალი კი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა სერბეთ–უნგრეთის საზღვრის გადაკვეთას, სადაც უნგრეთის მთავრობამ მავთულხლართები გააბა. გარდა ამისა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და სასაზღვრო პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გერმანიაში კი ახლო - აღმოსავლეთიდან გაქცეული ხალხის დასახმარებლად დამატებით რესურსებზე ფიქრობენ.

სირიელი მიგრანტების საკუთარ ტერიტორიაზე მისაღებად მზადაა შეერთებული შტატებიც. ამის შესახებ განაცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები