08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
მიგრანტებისთვის სასაზღვრო კონტროლი ავსტრიამაც გაამკაცრა

უნგრეთისა და გერმანიის შემდეგ მიგრანტებისთვის სასაზღვრო კონტროლი ავსტრიამაც გაამკაცრა. პოლიციელები ქვეყანაში შესვლის მსურველ ყველა დევნილს საბუთებს უმოწმებენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში უნგრეთიდან ავსტრიაში 7 ათას 500 მიგრანტი გადავიდა. პარალელურად, არ წყდება დევნილების ნაკადი ხორვატიის მიმართულებითაც.

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა, დევნილებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და გერმანიაში გადასვლას ხორვატიის გავლით ცდილობენ.

დღის ამბები