19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
განახლებული ისტორიული ადგილები და შენობები, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები – ბორჯომსა და სამცხე-ჯავახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბორჯომში, განახლებული ისტორიული ადგილები მოქალაქეებს თუ ჩამოსულ სტუმრებს მეტად იზიდავს. მუნიციპალიტეტის რეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს და ზაფხულის ცხელ დღეებში, პატარებთან ერთად რეკრეაციულ ზონას აფარებენ თავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულ იმ 100 საკურორტო ადგილს შორისაა, რომელიც "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურულად სრულად მოეწყობა. 17 000-სს კვ. მეტრზე პროექტის ფარგლებში საბავშვო სივრცეები, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი განთავსდა. ტერიტორიაზე ახალი ხე-მცენარეები დაირგო და დეკორატიული განათებები მოეწყო. ცენტრალური პარკის მიმდებარედ რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოედანსაც. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 200 000 ლარით დააფინანსა.

სამცხე-ჯავახეთში გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს ახალციხეს. განახლებული რეკრეაციული სივრცეები, რეაბილიტირებული შენობები, ცენტრალური უბნების შეცვლილი იერსახე ადგილობრივებისთვის ევროპული ქალაქის მსგავსია.

მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში ახალციხეში 6 სკვერი განახლდა. ყველა რეკრეაციული ზონა და, მათ შორის, ცენტრალურ პარკშიც ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. რეკრეაციული სივრცეები გარდა, ცენტრალურ უბნებში ურბანული განახლების პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

"განახლებული რეგიონების" პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის აპრილში დაიწყო. 4-წლიანი პროექტი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში რეკრეაციული სივრცეებისა და ურბანული განახლების გარდა ,მაგისტრალური გზები, ცენტრალური ქუჩები, ხიდების სამშენებლო- სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდება.

ამ ეტაპზე სულ 40-ჰა-მდე რეკრეაციული ზონა მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 92 პარკს. განახლდა 730-ზე მეტ შენობა, აქედან 40-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რეგიონების უმეტესობა უკვე სარგებლობს 24 საათიანი წყალ მომარაგებით.

 

 

დღის ამბები